შინდისის გმირები
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და საკრებულოს წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს, თვითმმართველობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო, მათ შორის ორი მებრძოლი აჭარიდან შეეწირა.
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













