საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

08 აგვისტო 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და საკრებულოს წევრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და  მემორიალი ყვავილებით  შეამკეს. 
,,დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი მებრძოლების ხსოვნას,  რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო, თავისუფლება და  ქვეყნის ღირსება.
მათი  თავგანწირვა, თავდადება  და პატრიოტიზმი მაგალითია მომავალი თაობებისთვის. გვჯერა, რომ მათი მონაპოვარი უკვალოდ არ ჩაივლის და დადგება დღე, როცა ვიხილავთ ერთიან, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი გამარჯვება და იმ ადამიანების ხსოვნის ღირსეული გაგრძელება, რომლებმაც საქართველოსთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს," - განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ.
2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა. 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)