2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მიმდინარე წელს უნივერსიტეტი ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დაახლოებით 1200-მა სტუდენტმა დაასრულა. მათგან 100-მდე კურსდამთავრებული, აკადემიური მოსწრების მაღალი შედეგებისთვის, სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, საკრებულოს წევრებმა, აჭარის მთავრობისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ღონისძიება კურსდამთავრებულთა მრავალწლიანი შრომის, აკადემიური წარმატებისა და პროფესიული ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების აღნიშვნას მიეძღვნა.
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













