გალა-კონცერტი - ,,გონიოს ჰანგები“
გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გალა-კონცერტი - ,,გონიოს ჰანგები“ გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
საერთაშორისო ფესტივალის "გონიოს ჰანგების" დაარსება, მიზნად ისახავს გონიო-აფსაროსის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პოპულარიზაციასა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის თანამედროვე კულტურულ სივრცეში წარმოჩენას.
გალა კონცერტზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ და ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები შეასრულეს.
ფესტივალი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები და მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













