სამშენებლო სამუშაოები
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის, გარე განათების სისტემისა და ტროტუარ-ბორდიურების მოწყობა, ასევე, გზის საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად, რის შემდეგაც განხორციელდება საგზაო მონიშვნები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად მოწესრიგდება როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებასა და უსაფრთხოებას აღნიშნულ მონაკვეთზე
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













