საიუბილეო საღამო
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის დაარსებიდან 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
საღამო გამოირჩეოდა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამითა და გურამ თამაზაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი საინტერესო ისტორიებით. გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ სამი თაობის ცნობილი ქართველი შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები.
გურამ თამაზაშვილი ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი და ანსამბლ „ალილოს“ დამფუძნებელი იყო. მის სახელს უკავშირდება ქართული ქალაქური სიმღერის განვითარება და პოპულარიზაცია.
საიუბილეო საღამოს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გურამ თამაზაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













