საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს 2026 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ქვეპროგრამებში მიმდინარე ცვლილებები, მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში. კერძოდ, კომისიის თანხმობით, ცვლილებები ხორციელდება „ზოგიერთი მოწყვლადი კატეგორიის პირებისათვის კლიმატოთერაპიის კურსის ჩატარების“ და „ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციის და რეაბილიტაცის“ ქვეპროგრამებში.
მოქმედი კანონმდებლობით, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება, დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში, გააჩნია ქალაქ ბათუმის მერს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიასთან შეთანხმებით.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













