საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

23 ივლისი 2026

საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. 
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები. პროექტის მიხედვით, ცვლილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას სამი ახალი ობიექტი დაემატება.
კომისიამ იმსჯელა ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №29-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 57 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემის თაობაზე. პროექტის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით, პირობების შესრულების სანაცვლოდ, შპს „გრანდ მოლისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მიზნით. 
სხდომაზე განიხილეს  Bloomberg Philanthropies-ის გლობალური პროგრამის - Youth Climate Action Fund - ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოპოვებული 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიღებასა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი. აღნიშნული გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი, მცირე გრანტების პროგრამის პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, მხარს დაუჭერს და განახორციელებს ახალგაზრდების მიერ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით შემუშავებულ ინიციატივებს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)