საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

23 ივლისი 2026

საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. 
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის №82ნ-ში, №84-ში, №84ა-ში, №94-სა და №96-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილი გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების პროექტი. პროექტის მიხედვით,  აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „ნექსთ მაგნოლია“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.
დადგენილების პოექტის თანახმად, გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარების მიზნით, იცვლება ქალაქმშენებლობითი პარამეტრები, მათ შორის, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, მაქსიმალური სიმაღლეები და სხვა სამშენებლო პირობები. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების საკომპენსაციო ღონისძიებად განისაზღვრება საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინების 10%-ის ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაში მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ან ალტერნატიულად, ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადასაცემი ფართობის (4%-ის ფარგლებში) საბაზრო ღირებულების გადახდა, აუდიტორის დასკვნის ან სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნის საფუძველზე. 
სხდომაზე ასევე განიხილეს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში,  დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხი. განკარგულების პროექტის  თანახმად, შპს „ბ. თ. ბათუმი“-ის მიერ იგეგმება ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №16-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ქ. ბათუმში, სხალთის II ჩიხის №12ა-სა და №12ბ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების სანაცვლოდ.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)