საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

23 ივლისი 2026

ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. 
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ახლად შემუშავებული დადგენილების პროექტი - „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“. 
აღნიშნულ წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. დღეს გამართული სხდომის მიზანს წარმოადგენდა  დადგენილების პროექტის სრულყოფა, ახლად შემუშავებულ წესთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და შენიშვნების გაცვლა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება. 
კომისიის სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)