საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საინფორმაციო პრეზენტაცია

საინფორმაციო პრეზენტაცია

21 ივლისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დღეს ბათუმის სპორტულ ცენტრში გამართულ საინფორმაციო პრეზენტაციას დაესწრნენ და ცენტრის ბაზაზე მოქმედი სპორტული სექციების ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სივრცეები დაათვალიერეს.
პრეზენტაციაზე ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა სულხან აბულაძემ საკრებულოს წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შედეგები გააცნო. ისაუბრა მიმდინარე პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომლებიც სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის სპორტული განვითარების, პროფესიული ზრდისა და სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს წევრები დაესწრნენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექციის, ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის, ნიჩბოსნობის კლუბის, ჰოკეის, ფიგურული ციგურაობისა და ქართული ჭიდაობის სექციების საწვრთნელ პროცესს. ასევე დაათვალიერეს აღნიშნული მიმართულებების საწვრთნელი ბაზები და სპორტული სივრცეები, რომლებიც როგორც სპორტსმენების, ისე ვიზიტორების საჭიროებებზეა მორგებული.
„ბათუმის სპორტული ცენტრი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული დაწესებულებაა. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი სპორტული მიმართულებები და ინკლუზიური პროგრამები ქმნის შესაძლებლობას, რომ თითოეულმა სპორტსმენმა, ასაკისა თუ შესაძლებლობის მიუხედავად, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. მსგავსი გარემო ხელს უწყობს როგორც მასობრივი სპორტის განვითარებას, ისე მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ. 
ვიზიტის დასასრულს საკრებულოს წევრებმა სპორტული ცენტრის წარმომადგენლებისგან სამომავლო გეგმებისა და განვითარების პრიორიტეტების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ ბათუმის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება და სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)