ქვიშის ფეხბურთი
ბათუმმა ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა.
ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც I , II , III ადგილებზე გასული გუნდები და საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ დააჯილდოვეს.
ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილით დაასრულა.
ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













