საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

მემორიალური გამოფენა

მემორიალური გამოფენა

18 ივლისი 2026

აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის, მემორიალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე, ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე, საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ნინო ცხვარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, მხატვრის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.
ხასან ჰელიმიშის შემოქმედება ლაზური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი პოეტური და ფერწერული ნამუშევრები დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ კულტურულ, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ღირებულებას.
გამოფენა აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის, ინიციატივითა და აჭარის ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით იმართება და  24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)