საკრებულოს მორიგი სხდომა
პროექტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მორიგი სხდომა
24 ივლისი, 2026 წელი
11.00 საათი, ქალაქი ბათუმი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №29-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 3. „ქალაქი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №84ა-ში, №84-ში, №82ა-ში; №94-ში, აეროპორტის გზატკეცილის ქუჩა №96-ში; გზატკეცილი აეროპორტი, №94-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.32.13.392; 05.32.13.272; 05.32.01.939; 05.32.13.520; 05.32.13.019; 05.32.13.319; 05.32.13.329; 05.32.13.446) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
დანართი: https://we.tl/t-bDveyHkxXkCWcS9H
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი - არჩილ გირკელიძე)
საკითხი 4. „ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი - არჩილ გირკელიძე)
საკითხი 5. „Bloomberg Philanthropies-ის „ახალგაზრდული კლიმატური სამოქმედო ფონდის“ პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი“
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის უფროსი - რუსუდან ჟოჟაძე)
საკითხი 6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნატალია ზოიძე)
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













