გაერთიანებული სხდომა
აჭარის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სამოქმედო გეგმა და მიმდინარე პრიორიტეტული საკითხები საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა გააცნო, ხოლო ბათუმის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმა და მიმდინარე პრიორიტეტული საკითხები - ბათუმის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ.
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და მიმდინარე ინიციატივებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გაერთიანებულ სხდომას საქართველოს პარლამეტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ
30 ივნისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













