საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

28 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს.
კომისიაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი პროექტით, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას ემატება ორ-ორი ობიექტი. 
სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. კერძოდ, ცვლილების შემთხვევაში,  2027 წლის 01 იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებული იქნება ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე - ელექტრო ტრანსპორტის (მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტრო სკუტერის) გადაადგილება. 
ცვლილების განხორციელება იგეგმება ,,ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით, მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 30 მარტის განკარგულებაში. პროექტის მიხედვით,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბავშვო ბაღის შეუფერხებელი მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიიდან ქირით გასაყვანი ოჯახების სია.
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის (პლაჟის მონაკვეთების)  საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის საკითხი.  კერძოდ, პროექტის მიხედვით, კონკრეტულ მონაკვეთებზე აღნიშნული საფასური განისაზღვრება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების შესაბამისად.  
კომისიის წევრებმა იმსჯელეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 1 კვ.მ-ის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1  კვ.მ. მიწის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა.
კომისიამ იმსჯელა საზოგადოებრივი სივრცის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის და გადაცემის საფასურის განსაზღვრის საკითხზეც. 
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. 
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)