განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს შპს ,,კაზა დი ბათუმ“-ის კორესპონდენცია, რომლითაც ავტორი ითხოვს ქ. ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩის კონკრეტული ნაწილისთვის სახელწოდების ცვლილებას.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივ მაცხოვრებლებთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა
29 მაისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













