საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ბათუმის N1 და N2 საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს

ბათუმის N1 და N2 საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს

20 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის N1 და N2 საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.  
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე საჯარო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდისთვის სკოლის დასრულება  ერთდროულად არის დიდი გზის დასასრულიც და კიდევ უფრო დიდი, საინტერესო ცხოვრების დასაწყისიც.
,,თქვენ ამთავრებთ სკოლას, რომელსაც არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ისტორია აქვს. ჩვენს ქალაქსა და თვითმმართველობას ყოველთვის პროგრესულად მოაზროვნე, განათლებული ადამიანები აშენებდნენ. ამის საუკეთესო მაგალითია ნიკო (თეოფანე) ჯაყელი  ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო ბათუმის სათათბიროს ხმოსანი და ამავდროულად, გახლდათ სწორედ ამ, მეორე საჯარო სკოლის ღირსეული დირექტორი.
ეს ისტორიული კავშირი სიმბოლურია: ის გვაჩვენებს, რომ დიდი საქმეები და ქალაქზე ზრუნვა ყოველთვის განათლებით იწყება, ხოლო სკოლა არის ის საძირკველი, სადაც ქვეყნის მომავალი ლიდერები იზრდებიან.
თქვენ ხართ ამ დიდი ტრადიციების გაგრძელება. სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, მჯერა, რომ თქვენს ცოდნას, ენერგიასა და ნიჭს ჩვენი საყვარელი ბათუმისა და სრულიად საქართველოს უკეთეს მომავალს მოახმართ.
გილოცავთ სკოლის დამთავრებას! იარეთ ყოველთვის წინ, გაბედულად და ასახელეთ თქვენი სკოლა და ჩვენი ქალაქი. გისურვებთ დიდ წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს!“ - აღნიშნა ივანე მაისურაძემ. 
ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე და ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე. 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)