საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის ხსოვნა

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის ხსოვნა

19 მაისი 2026

დღეს ბათუმში ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ფრიდონ ხალვაშის ხსოვნის პატივსაცემად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ , აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად,  მწერლის საფლავი ყვავილებით შეამკო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ფრიდონ ხალვაშის მეგობრები და ოჯახის წევრები.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)