საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე

17 მაისი 2026

ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა. 
მსვლელობაში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
საზეიმო მსვლელობა ბათუმის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და გმირთა სკვერში, სამშობლოსათვის თავდადებულ მებრძოლთა  მემორიალთან დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ინიციატივით დაწესდა. ეს დღე ხაზს უსვამს საზოგადოების ერთიანობის, ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებისა და ქართული ტრადიციების დაცვის მნიშვნელობას.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)