საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა

15 მაისი 2026

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის ინიციატივით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან და  საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრა მიზნად ისახავდა საკრებულოს წევრებისთვის კანონმდებლობითა და თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაციისა და  სარეზერვო პროგრამების გაცნობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საკრებულოს წევრების ინფორმირება მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის მხრიდან საკითხისადმი დაინტერესება დიდია. 
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა არველაძე; ცენტრის მასტერ სერჟანტი ზვიად პაქსაძე; ცენტრის ოფისის და მოქალაქეთა მიღების მთავარი სპეციალისტი ელდარ თავდგირიძე; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბათუმის განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი აბესალომ ქარცივაძე; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილების სერჟანტი იური შავაძე

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)