საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა

ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა

11 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ბათუმში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ჩემპიონატი საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილეები, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები..
ევროპირველობაზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა გუნდებმა ასპარეზობა ჯამში 15 მედლით დაასრულეს.
 ჩემპიონატში  22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
 საქართველომ კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმმა კი, პირველად უმასპინძლა. ნაკლების ჩვენება

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)