მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკრებულოს წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირის, ანატოლი კაჭარავას მემორიალთან შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













