საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

შეხვედრა მოქალაქეებთან

შეხვედრა მოქალაქეებთან

08 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ამჯერად შეხვედრა თამარის დასახლების ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. მოქალაქეების მიერ შეხვედრაზე დასმული საკითხები ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვას უკავშირდებოდა. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი, თამარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გალაქტიონ ორმოცაძე.
მოქალაქეთა საჭიროებების უკეთ შესწავლის და  ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში სისტემატურად იმართება. 

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)