შეხვედრა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის საკრებულოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე საქმიანობა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის გაზრდას, მუნიციპალური პროექტების განხორციელების პროცესს და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც ბათუმის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ და საკრებულოს წევრებმა მთავრობის თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე, საკრებულოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ქალაქის განვითარების კუთხით არსებულ საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ იმ საკითხებზე, რომლებიც ბათუმის განვითარებას, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ინტერესებს უკავშირდება
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













