საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს 2026 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ ,,სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამასა და ,,ფოლკლორის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში მიმდინარე ცვლილებები.
მოქმედი კანონმდებლობით, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება, დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში, გააჩნია ქალაქ ბათუმის მერს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიასთან შეთანხმებით.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













