საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები

ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები

01 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე აკაკი შანიძის ქუჩის №26-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
მითითებულ მისამართზე მიმდინარეობს შენობის ფუნდამენტის გამაგრება, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია დაზიანებული კიბეების სრულად განახლება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კორპუსში მცხოვრები 60 ოჯახი უსაფრთხო და გაუმჯობესებულ საცხოვრებელ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს 12 საცხოვრებელი სახლის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარე წელს სამუშაოები უკვე დასრულდა სამ მისამართზე, ხოლო ორ ობიექტზე პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ამ ეტაპზე ხორციელდება სანიაღვრე არხის მოწყობა და რეაბილიტირებულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
პროექტი ითვალისწინებს როგორც ქეთევან წამებულის ქუჩის, ისე მიმდებარე ჩიხების სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას, ასევე საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია ტურისტული სეზონის დაწყებამდე.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)