საერთაშორისო გამოფენა - „EBIT 2026“
ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა - „EBIT 2026“ ოფიციალურად გაიხსნა. საგამოფენო სივრცე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, საკრებულოს წევრებთან და ქალაქის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.
ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა და ხაზი გაუსვა გამოფენის მნიშვნელობას რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
წელს გამოფენაში 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს. ღონისძიების მიზანია სექტორის წარმომადგენლების ერთ სივრცეში შეკრება, გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარება, თანამედროვე სერვისების გაცნობა და პარტნიორული კავშირების გაძლიერება.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













