რაგბის კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
რაგბის კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ბათუმის გუნდმა ქუთაისის „არესი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 38:6 დაამარცხა და ქვეყნის პირველობის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები , ქალაქის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად ესწრებოდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გამარჯვებულ გუნდს წარმატება მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის სარაგბო კლუბმა ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ხოლო საერთო ჯამში ეს მათი მეექვსე ტიტულია საქართველოს ჩემპიონატში.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













