ღონისძიება - „მე მომავალში“
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის N16-ე საჯარო სკოლაში შემაჯამებელ ღონისძიებას - „მე მომავალში“ - დაესწრო.
,,მე მომავალში“ კამპანიის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 10-12 დეკემბერს რეგიონის ათ საჯარო სკოლაში ღონისძიებები და სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













