საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

დაჯილდოების ცერემონია

დაჯილდოების ცერემონია

22 დეკემბერი 2025

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები,  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  წლის წარმატებული სპორტსმენების, პარასპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ. 
 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ  საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ის სპორტსმენები და პარასპორტსმენები, რომლებმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველო  არაერთხელ ასახელეს.
    ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სასკოლო ოლიმპიადაზე გამარჯვებულ გუნდებს, სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებსა და მედიის წარმომადგენლებს ჯილდოები ბათუმის საკრებულოს წევრებმა, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სპორტის სფეროს წარმომომადგენლებმა გადასცეს.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)