საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო პროცესი

მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო პროცესი

24 დეკემბერი 2025

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დღეს მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. 
საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმების, ექსპლუატაციისა და მარშრუტზე გასვლის წინ არსებულ პროცედურებს, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის მონიტორინგისა და ცხელი ხაზის მუშაობის პროცესს. 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულობასა და  საოპერაციო სისტემის მუშაობას, მძღოლების სამუშაო პირობებს, მგზავრთა უსაფრთხოების საკითხებსა და  სატრანსპორტო მომსახურების ხარისხს.
,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა სულხან დუმბაძემ  საკრებულოს წარმომადგენლებს  ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების ეტაპებს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას, ასევე, მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს. 
ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტით წლის განმავლობაში 25 მილიონამდე მგზავრი სარგებლობს, მათ შორის ის კატეგორია, რომლებზეც ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით სამგზავრო შეღავათებია დაწესებული.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)