საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მე-8 სხდომა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მე-8 სხდომა

26 დეკემბერი 2025

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მე-8 სხდომას დაესწრო. 
ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად, მესამე ვადით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე აირჩიეს. ასევე, გაიმართა ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტად ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე იქნა არჩეული. 
ღონისძიებებს ასევე ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია. 
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აერთიანებს საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს და წარმოადგენს მათ ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)