ბათუმში ორ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა.
ბათუმში ორ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა.
ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ ბინების გასაღები ორდენიძეებისა და დევაძეების მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.
ბათუმის საკრებულომ აღნიშნულ ოჯახებზე ბინების გადაცემის შესახებ შესაბამისი თანხმობა ქალაქის მერს სხდომაზე მისცა.
მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ორდენიძეების 9 შვილიანმა ოჯახმა 118 კვ.მ, ხოლო დევაძეების 6 შვილიანმა ოჯახმა 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხები მიიღეს.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინებით მუნიციპალიტეტში ჯამში 26 მრავალშვილიანი ოჯახია უზრუნველყოფილი. საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და ჰყავთ 6 და მეტი შვილი.
პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და რეგიონში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













