საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

მერიის სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები

მერიის სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები

20 თებერვალი 2026

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ბათუმის სპორტული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მერიის სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სამომავლო საჭიროებების განსაზღვრას.
სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის, ცხენოსნობის, ჭადრაკისა და კალათბურთის სპორტული კლუბების წარმომადგენლები. მათ პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგინეს კლუბების მიღწევები, სპორტსმენების შედეგები ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე, მიმდინარე პროგრამები, ახალგაზრდული და მასობრივი სპორტის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, ასევე სამომავლო გეგმები.
შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საჭიროებებსა და პრობლემებს, რომლებიც სპორტული კლუბების ეფექტიან ფუნქციონირებას და მის შემდგომ განვითარებას უკავშირდება. კლუბების წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს გააცნეს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ინვენტარის განახლების საჭიროება, ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისებისა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების მნიშვნელობა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უახლოეს პერიოდში მომზადდება სპორტული კლუბების განვითარებისკენ მიმართული რეკომენდაციები და ინიციატივები, რომლებიც შემდგომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას წარედგინება განსახილველად.
სპორტსმენთა მხარდაჭერა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილება, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ბათუმის, როგორც სპორტული ქალაქის პოზიციების გაძლიერებას.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)