ბათუმის ავტოპარკს 10 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსი შეემატა
ბათუმის ავტოპარკს 10 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსი შეემატა.
განახლებული ავტოპარკი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.
12-მეტრიანი ავტობუსები ერთდროულად 100-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სრულად შეესაბამება თანამედროვე ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს.
მუნიციპალური ავტობუსები ბათუმის ქუჩებში მოძრაობას მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყებს.
ბათუმის მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ახორციელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განახლებასა და განვითარებას, რაც მიზნად ისახავს მგზავრთა კომფორტის გაზრდას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქალაქში თანამედროვე სატრანსპორტო გარემოს ჩამოყალიბებას.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













