საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ღონისძიება

ღონისძიება

27 თებერვალი 2026

ბათუმში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის, საფრანგეთის მიერ გაწეული საზღვაო მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და საერთო ღირებულებების სიმბოლოდ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მემორიალური დაფა განთავსდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ცხოიძე,  საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, კონტრ-ადმირალი გიშარი, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე, მე-2 რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებმა 1921 წლის ისტორიული მოვლენების გმირთა პატივსაცემად ზღვაში სიმბოლური გვირგვინი ჩაუშვეს. დასასრულს კი, ელჩის საზეიმო მიღება და ისტორიული ეპიზოდების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)