სამედიცინო ასოციაცია „თანას“ რეაბილიტაციის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი
ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ და საბჭოს წევრებმა სამედიცინო ასოციაცია „თანას“ რეაბილიტაციის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მოინახულეს.
საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას, არსებულ სერვისებსა და იმ პირობებს, რომლებიც ცენტრში ბენეფიციარებისთვის არის შექმნილი.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან ძალადობის მსხვერპლი ქალები, დედები და ბავშვები, ასევე იმ საჭიროებებზე, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და რეაბილიტაციის პროცესს უკავშირდება.
საუბარი შეეხო როგორც სოციალურ მხარდაჭერას, ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებასა და სხვადასხვა პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობას, რაც მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.
მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალთა და ბავშვთა მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა უკეთ განსაზღვროს არსებული საჭიროებები და შესაბამისი პროგრამები კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.
შეხვედრის დასასრულს ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა საყვარელიძემ ბათუმის მუნიციპალიტეტს შშმ პირთა და თავშესაფრის ბენეფიციართათვის გაწეული დახმარებისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













