კამელიების ტრადიციული გამოფენა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ქალაქის მერთან გიორგი ცინცაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ კამელიების ტრადიციულ გამოფენას დაესწრო.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებლებისთვის წარმოდგენილი იყო ბაღის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სახეობის 90-მდე ჯიშის კამელია და ჰიბრიდული ფორმა.
კამელიები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა და დღემდე დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













