საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

შეხვედრეა მოქალაქეებთან

შეხვედრეა მოქალაქეებთან

25 მარტი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში მოქალაქეებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები განიხილეს. 
შეხვედრები გაიმართა სამრეწველო და ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში, სადაც მოქალაქეების მხრიდან დასმული საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო და სოციალურ საკითხებს ეხებოდა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები - ირაკლი დევაძე, ლევან დოლიძე და ირაკლი თავდგირიძე. 
ანალოგიური შეხვედრები ბათუმის მუნიციპალიტეტის  სერვისცენტრებში სისტემატურად იმართება. მის მიზანს მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა, განხილვა და არსებული გამოწვევების მოგვარება წარმოადგენს.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)