N31-ე საჯარო სკოლის მშენებლობა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, თოდოგაურის დასახლებაში N31-ე საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, სამსართულიანი შენობა 600 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, სკოლაში მოეწყობა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული და აღჭურვილი საჭირო ინვენტარით.
თოდოგაურის დასახლებაში არსებული საჯარო სკოლა იყო ერთსართულიანი და ავარიული. პროექტი 2027 წელს დასრულდება.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













