აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.
თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის მუნიციპალური საბჭოს წევრები ქალაქის №14-ე და №33-ე საბავშვო ბაღებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ბაღებში მოეწყო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ინკლუზიურ აქტივობაში. პროგრამა სპეციალურად იყო მორგებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებებს და მიზნად ისახავდა მათ სოციალურ ინტეგრაციას, კომუნიკაციის ხელშეწყობასა და თანატოლებთან ურთიერთობის გაძლიერებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დალი ფუტკარაძე და საბჭოს წევრები.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა, რაც ხაზს უსვამს ამ საკითხის გლობალურ მნიშვნელობას და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













