საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ღია კარის დღე

ღია კარის დღე

03 აპრილი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე აბიტურიენტებისთვის ორგანიზებულ ღია კარის დღეს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს დეტალურად გააცნეს სასწავლო გარემო, საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. გაიმართა პრეზენტაციები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, პრაქტიკულ კომპონენტებსა და შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებზე.
ღია კარის დღეს ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე,  აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
ღონისძიება  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)