კონფერენცია
ბათუმის საკრებულოს წევრები ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ.
რეგიონული კონფერენცია - „ქართული კულტურის მრავალფეროვნება: ტრადიციები და თანამედროვე ინტერპრეტაციები“ - უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ასევე მათ ჩართულობას თანამედროვე საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროცესებში.
კონფერენცია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













