საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

შეხვედრა სოციალური სერვისების სააგენტოში

შეხვედრა სოციალური სერვისების სააგენტოში

07 აპრილი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისების სააგენტოს სივრცეებში არსებულ მდგომარეობასა და სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ადგილზე გაეცნენ. 
სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ გაბაიძესთან გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა დეტალურად განიხილეს სოციალურ სერვისებში არსებული საჭიროებები, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სოციალური სასადილოების მომსახურების მოდელისა და ბენეფიციართა უზრუნველყოფის პროცესის, დროებითი თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებისა და ბენეფიციართა მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და შესაბამისი რეაგირების პრაქტიკას.
 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სააგენტო ეტაპობრივად მუშაობს სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე მომსახურების სტანდარტების დახვეწას.
სააგენტოში გამართული შეხვედრის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა ქალაქში არსებული სოციალური სასადილოები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მომსახურების პროცესს და არსებულ მდგომარეობას.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)