მორიგი შეხვედრა რუსთაველის ადმინისტრაციულ ერთეულის სერვისცენტრში
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ მოქალაქეებთან რუსთაველის ადმინისტრაციულ ერთეულის სერვისცენტრში მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელზეც მოქალაქეებისთვის აქტუალური არაერთი საკითხი განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი ბათუმის საკრებულოში ლევან ცხოიძე.
მოქალაქეებთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრები მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში ინტენსიურად იმართება.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













