ბათუმის საკრებულოში კომისიების სხდომები გაიმართა
ბათუმის საკრებულოში კომისიების სხდომები გაიმართა.
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში, ცვლილებების განხორციელების საკითხი განიხილეს.
ცვლილება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თანხმობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ „მუნიციპალური მომსახურების მართვისა და გაუმჯობესების“ პროგრამაში.
დღესვე საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაც გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა საკრებულოს ფრაქცია ,,ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილედ ამავე ფრაქციის წევრის, ირაკლი სანადირაძის დანიშვნის საკითხი ცნობად მიიღეს.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













