განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. წარმოდგენილი დოკუმენტით, 2025 წელს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 86 პროცენტი შეადგინა.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი. სხდომაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები შედის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამების, ასევე, ა(ა)იპ „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს, ა(ა)იპ - ბათუმის სპორტული ცენტრისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსებაში.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქალაქ ბათუმში, ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებული მონაკვეთისთვის, სკვერის სტატუსის და სკვერისთვის შალვა ინასარიძის სახელის მინიჭების საკითხი და ამასთან საკრებულოს 2025 წლის 26 სექტემბრის განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხი.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













