საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

30 იანვარი 2026

ბათუმის საკრებულოში მიმდინარე წლის პირველი სხდომა გაიმართა.

მორიგ სხდომაზე, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე უძღვებოდა,  დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს.  

საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილების სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, მეორადი ქვაფენილების უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემა მოხდება საქართველოს საპტრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეკლესია/მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით.

საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა N14ბ-ში, პირველ სართულზე მდებარე 96,69 კვ.მ. ბინა N2, შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით. ქონების გადაცემა განხორციელდება ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის შესაბამისად.

ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. ცვლილების შესაბამისად, განკარგულებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და  უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას დაემატა ორ-ორი ობიექტი.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში.  
ცვლილებების მიღება განაპირობა მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ და მიმდინარე ეტაპისთვის არსებული გარემოებების აუცილებლობამ. განხორციელებული ცვლილებები  საშუალებას იძლევა უფრო პრაქტიკული, ხელმისაწვდომი, მარტივი და დახვეწილი გახდეს ყველა პროცედურა მოსაკრებლის ადმინისტრირების ღონისძიებების პროცესში მონაწილე ფიზიკური და/ან იურიდიული პირებისათვის. 

საკრებულომ ცვლილება შეიტანა „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის განკარგულებაში.  
ცვლილების მიხედვით, შპს „ბითუბი პრემიუმ დეველოპმენტის“ საპროექტო ტერიტორიად, ქ. ბათუმში, მ. კომახიძის ქუჩა №25, №27, №29-ში მდებარე 1046.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და კომახიძის ქუჩა №31-ში მდებარე 463.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად, დამატებით განისაზღვრა ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა №104-ში მდებარე 318.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც. ცვლილება არ ეხება განკარგულებით განსაზღვრულ სიმაღლის, სართულიანობისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლებს. 
აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, შპს „ბითუბი პრემიუმ დეველოპმენტი“ უზრუნველყოფს გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ გზაგამყოფ ზოლზე სკვერის მოწყობას. გარდა ამისა, კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

საკრებულომ დაამტკიცა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებული ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დროებითი ხელშემწყობი ღონისძიები. 
განკარგულების მიხედვით, „გალერი რესიდენსის“ მიერ იგეგმება ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N24–ში 775.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის ნაცვლად მრავალბინიანი,  ათსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. საპროექტო ტერიტორიას ემატება ზურაბ გორგილაძის ქუჩა N22-ში 1016.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის ფარგლებში, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141–ე მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი ქ. N124-ში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის IX ჩიხის N4-ში,  წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის ქ. N124ა-ში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი ქ.N126-ში,  სარფის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
 კონცეფციის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთებზე შპს ,,ლიცი“ გეგმავს სასტუმროს მშენებლობას. დადგენილია სიმაღლის პარამეტრის ცვლილება. 
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვრა საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე. წ. თეთრი კარკასული მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი ფასით გადახდა. საცხოვრებელი ბინების ფართი განისაზღვრება საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებით ნამატი ფართის არაუმეტეს 4%-ის ოდენობით.

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქ. N145ა; ქ. N145-ში მდებარე მიწის
ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
კონცეფციის მიხედვით, წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე შპს ,,ქსოვილი’’ გეგმავს მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. ასევე, დაგეგმილია ავტოსადგომების, გამწვანების და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, ქალაქმშენებლობითი პარამეტრები იცვლება მხოლოდ ცალკეულ მიწის ნაკვეთთთან მიმართებით. არ იცვლება ქალაქ ბათუმის განაშენიანების გეგმით დადგენილი პარამეტრები და პირობები.

საკრებულომ  მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით დაამტკიცა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. 
აღნიშნული ღონისძიებები ითვალისწინებს შპს. „ბ.მ. ჯგუფის“ საპროექტო ტერიტორიაზე  - ქ. ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N87/33–ში მდებარე 2324.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ფუნქციური ზონისა და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას (არსებული მშენებლობის გაგრძელება). ღონისძიება ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტისა და  საპროექტო შენობის სართულიანობის განსაზღვრას.
დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების  სარგებლობის სანაცვლოდ, ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სკვერი. გარდა ამისა, კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. 

ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებაში. 
ცვლილება ითვალისწინებს შპს „ORIX“-ის საპროექტო ტერიტორიაზე, ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. N20-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მშენებლობისათვის დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას.

ცვლილებები განხორციელდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში. 
ცვლილებები ითვალისწინებს მერიის სტრუქტურული ერთეულის დასახელების ცვლილებას, აგრეთე სამსახურის გაუქმებას და ახალი სამსახურის შექმნას.  ცვლილება შევიდა დებულების იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის ახალი დასახელება, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის ნაცვლად სახელწოდება იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური გაუქმდება და შეიქმნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახური.
  
ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულებაში. 
ცვლილების მიხედვით, ჩამოყალიბდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა, რაც გულისხმობს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მსგავსი საქმიანობიდან გამომდინარე გაერთიანებას, მერიის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების დაკისრებას ადმინისტრაციაში შემავალი განყოფილებისთვის, აგრეთვე, ზოგიერთი უფლება-მოვალეობის ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის დაკისრებას.
კერძოდ, დაკისრებული ფუნქციების და უფლებამო-მოვალების ერთი და იმავე პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ერთიანდება სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება და სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყოფილება ერთ განყოფილებად - იურიდიული განყოფილება. საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილების უფლება-მოვალეობებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები გადაეცემა იურიდიულ განყოფილებას, ხოლო ნომენკლატურის შემუშავების, საარქივო წარმოების და მასთან დაკავშირებული საქმიანობა გადაეცემა საქმისწარმოების განყოფილებას. 
მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებისთვის დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. მოქალაქეთა საკითხების განყოფილება ერთიანდება მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან და მასვე გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, განყოფილების სახელწოდება იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება.

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ახალი დებულება.  ახალი დებულებით, ჩამოყალიბდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ახალი სტრუქტურა,   რაც გულისხმობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის კულტურის განყოფილების განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილებასთან გაერთიანებას.

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ახალი დებულება. ახალი დებულებით, ჩამოყალიბდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის  ახალი სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების გაერთიანებას.

სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის ახალი დებულება. ახალი დებულება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის გაუქმებას და ახალი ფუნქციის და უფლება-მოვალეობების მქონე სამსახურის შექმნას, რაც გულისხმობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ მიმართულებაზე ორიენტირებას, მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის მერისათვის მუნიციპალური ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე ხელშეწყობას და ა.შ.

დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება, რომლის შესაბამისად ჩამოყალიბდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ახალი სტრუქტურა.  კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების განყოფილების უფლებამოსილებები გადაეცემა მუნიციპალური ქონების განკარგვის განყოფილებას და სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილებას.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა  მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში. 
ცვლილებების შედეგად განისაზღვრა მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზებული სისტემა, რომლის შესაბამისად მცირდება საშტატო და მეორადი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა, ზუსტდება უფლებამოსილებათა განაწილება, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ფუნქციათა გადანაწილების გაუმჯობესებას და მერიის საქმიანობის უფრო მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ განხორციელებას.

ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, M3 კატეგორიის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის ახალი ტარიფი 0,70 ლარით განისაზღვრა, ხოლო ცალკეული მუხლები  ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა,  მოქმედი ტარიფების და გადახდის საშუალებების გათვალისწინებით.

საკრებულომ ასევე განსაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე M2 კატეგორიის მუნიციპალურ ავტობუსებში სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 0,70 ლარის ოდენობით.

ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მოძრაობის ცალკეულ მარშრუტებში. ცვლილების შედეგად, დადგენილების დანართიდან ამოღებული იქნა გაუქმებული მარშრუტები: N24, 30, 32, 36 და დაემატა ახალი N35 მუნიციპალური მარშრუტი, რომელიც იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: თევდორე მღვდელის ქუჩა - ხახულის ქუჩა - ლეონიძის ქუჩა - შარტავას ქუჩა - აბუსერიძის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა (საბაგირომდე). 

ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ 2018 წლის 27 დეკემბრის განკარგულებაში. 
ცვლილების შესაბამისად, საკრებულოს ფრაქციებში - „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ - საქმიანობის გაუმჯობესებისა და დამხმარე ფუნქციის შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდება ორი სპეციალისტი. 


 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 იანვარს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)