საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა

27 იანვარი 2026

ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. 
კომისიამ იმსჯელა ,,მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებაში ცვლილებების მომზადების საკითხზე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მემორიალური ობიექტის განთავსების წესის ახალი რედაქციის  შემუშავებაში, საკრებულოს წევრებთან ერთად, ჩართული იქნებიან  შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 
სხდომას საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 იანვარს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)